საყურეები ახ.წ. მე-4 საუკუნე

კოლექციის შესახებ

აღმოჩენილია არქეოლოგიური ექსპედიციის დროს

ზომა: 4.3X1.2 სმ

ოქრო და მინა

აქვს ღია, უბრალო საკიდი, მართკუთხა ფორმის. ოქროს ძაფებით შემკული ზედაპირი მოჭედილია. ფიქსირებულ რგოლებზე თავისუფლად ჩამოკიდებულია სამკუთხედის ფორმის გულსაკიდი. გულსაკიდში მოთავსებულია წითელი მინა. მართკუთხა რგოლების ზედა კიდეებზე და გვერდებზე, ასევე სამკუთხედების ფსკერზე უნდა ყოფილიყო სხვა ძვირფასი ქვაც. მსგავსი არტეფაქტები აღმოჩნდა რუმინეთში.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექცია ინვ. № 1:12/136, 47-48;

ბიბლიოგრაფია:

კახიძე ამირან, ვიკერსი მაიკლ, ფიჭვნარი 6, ბათუმი, 2014: 240-241, სურ. 145. 7, 146.1.

გაზიარება